Forbes-ის რეიტინგში ორი ქართულ-სომხური ქორწილი მოხვდა

© FL/ hmomoyსაქორწილო ვარდები
საქორწილო ვარდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „ტაშირის" მფლობელის ვაჟის სარქის კარაპეტიანისა და სალომე კინწურაშვილის, ასევე РЕСО-ს ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ქალიშვილის ია სარქისოვასა და მიხეილ მახარაძის ქორწილები რუსული „ფორბსის“ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. Forbes-ის რუსულმა ვერსიამ 2016 წლის ოქროს ქორწილების რეიტინგი გამოაქვეყნა — ექვსი ყველაზე მდიდრული ცერემონიების სიაში ორი ქართულ-სომხური ქორწილი მოხვდა.

პირველი ქართულ-სომხური ქორწილი, რომელიც Forbes-ის სიით მესამე პოზიციაზეა, კომპანია „ტაშირის" მფლობელის ვაჟის სარქის კარაპეტიანისა და სალომე კინწურაშვილის ქორწილია, რომელიც 2016 წლის ივნისში წყვილმა მოსკოვის რესტორან Safisa-ში გადაიხადა. რესტორანი იმ დღეს ფილმ „მალეფისენტას“ ზღაპრულ ტყეს დაემსგავსა.

Фото опубликовано 🎀🎀🎀 (@_wedding_svadbi) Ноя 12 2016 в 12:35 PST

 

„ინტერნეტ-მაღაზია Buy By Me-ს თანამფლობელ სალომეს Elie Saab-ის კაბა ეცვა და თმებს უმშვენებდა ბრილიანტებით გაწყობილი The Gatsby-ს კოლექციის  ტიარა Tiffany-სგან, რომლის ღირებულება 13 მილიონი რუბლია. პატარძლის კაბა ექსპერტებმა 15 მილიონ რუბლად შეაფასეს“, — ნათქვამია Forbes-ის გამოცემაში.

Going to spam some photos from #SarkisSalome 's beautiful wedding 😊🌸

Фото опубликовано Alexandra Rakhimova (@aleksandra_r77) Авг 2 2016 в 1:28 PDT

 

სტუმრების გართობა, სააგენტო Trend event-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, დაახლოებით 80 მილიონი რუბლი დაჯდებოდა. მხოლოდ ჯგუფ Maroon 5-ის ჰონორარი 1 მილიონ ევროს შეადგენდა. ქორწილში იმღერეს ვერა ბრეჟნევამ, ალა პუგაჩოვამ, გრიგორი ლეფსმა და რუსული ესტრადის სხვა ვარსკვლავებმა. ღონისძიების წამყვანები იყვნენ ანდრეი მალახოვი და ტატიანა გევორქიანი. მათი ჰონორარი ექსპერტებმა 2,6 მილიონ რუბლად შეაფასეს.

Amazing wedding cake 🎂💜 #wedding #weddingday #weddingcake #sarkissalome #wedding_lovestory

Видео опубликовано @wedding_lovestory Июл 27 2016 в 11:49 PDT

 

Forbes-ის ინფორმაციით, 6 მეტრი სიმაღლის საქორწილო ტორტს კონდიტერები თვენახევრის განმავლობაში ამზადებდნენ. ცნობისათვის: ორ მეტრზე მაღალი ტორტის ფასი საშუალოდ 700 000-დან 1,5 მილიონ რუბლამდე მერყეობს.

მეორე ქართულ-სომხური ქორწილი, რომელმაც Forbes-ის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, გახდა РЕСО-ს ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ქალიშვილის ია სარქისოვასა და მიხეილ მახარაძის ქორწილი. Forbes-ის ჟურნალისტების თქმით, თბილისში 2016 წლის თებერვალში ქორწილის მოწყობას სამი თვე დასჭირდა. ვალენტინ იუდაშკინმა საქორწინო კაბის შეკერვა მოასწრო, „სუხიშვილების“ კოსტიუმების კერვის ოსტატმა კი ქართული ეროვნული საქორწინო სამოსი შეკერა.

#tb to my #iyamishawedding #missthatday 😍

Фото опубликовано Ия Саркисова (@iya_sarkisova) Июл 22 2016 в 5:26 PDT

 

Forbes-ის ინფორმაციით, ქორწილის სტუმრები თბილისში ორი თვითმფრინავით ჩამოიყვანეს, რომლებიც ჯერ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ, შემდეგ კი რესტორან „ფუნიკულიორს“ ეწვივნენ ვალერი სიუტკინის სიმღერების თანხლებით სავახშმოდ. აღსანიშნავია, რომ ამ მომღერლის საშუალო ჰონორარი 2 მილიონი რუბლია.

„მეორე დღეს საქმრომ, პატარძლის „გამოსყიდვის“ დროს, მისი აივნის ქვეშ შექსპირის ლექსები წაიკითხა. ჯვრისწერის შემდეგ სტუმრებმა გოლფ-კლუბ „ამბასადორში“ გადაინაცვლეს. რესტორნის ეზო ხალიჩებით მოფენილ აღმოსავლურ ბაღად აქციეს – დოქებით, ხილის კალათებითა და ყვავილებით. ეზოში მზადდებოდა ხინკალი, ცხვებოდა თონის პური და ისხმებოდა ჭაჭა. ასეთი დეკორი, მინიმუმ, 200 ათას დოლარად ფასობს“, — იუწყება Forbes.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ მსახიობებზე წყვილი დაახლოებით 156 მილიონ რუბლს დახარჯავდა. 500 სტუმარს ართობდნენ: ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, ვახტანგ კიკაბიძე, ჯგუფი „მგზავრები“, ჯიგანი, ნორვეგიული რეპ-დუეტი Madcon და სხვები. თავად ახლად შეუღლებუოლმა წყვილმა „ქართული“ იცეკვა.

 

Amazingly beautiful wedding of Iya & Misha! Congratulations!!!!! #iyamishawedding

Фото опубликовано Vasili Tsereteli (@vasilitsereteli) Фев 29 2016 в 5:21 PST

 

Forbes-ის „ოქროს ქორწილების“ სიის პირველ ადგილს „ბინ-ჯგუფის“ ძირითადი მფლობელის მიხაილ გუცერიევის ვაჟის საიდ გუცერიევისა და ხადიჟა უჟახოვას ქორწილი იკავებს.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ „გრუპა ალიანსის“ პრეზიდენტის მუსა ბაჟაევის უფროსი და უმცროსი ქალიშვილების ქორწილები, ასევე „ვი ჰოლდინგის“ პრეზიდენტის ვიტალი მაშიცკის ვაჟის ქორწილი.

ყველა ახალი ამბავი
0