თბილისში ახალი წლის წინა დღეებში მსოფლიო მუსიკის შედევრები აჟღერდება

© FB / Teona Jorbenadzeპროექტი "მსოფლიო მუსიკის შედევრები"
პროექტი მსოფლიო მუსიკის შედევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მუსიკოსები შეასრულებენ ლეგენდარული კომპოზიტორების - ენიო მორიკონეს, ნინო როტასა და მიშელ ლეგრანის ნაწარმოებებს.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) 29 და 30 დეკემბერს გაიმართება საახალწლო კონცერტი „მსოფლიო მუსიკის შედევრები“. საღამოს სპეციალური სტუმარია საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი.

საკონცერტო პროექტი „მსოფლიო მუსიკის შედევრები“ თბილისში პირველად 2015 წელს განხორციელდა და ქართველ მსმენელში დიდი პოპულარობა მოიპოვა. კონცერტებს 18 ათასი მსმენელი დაესწრო.

როიალის კლავიშები - Sputnik საქართველო
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ თბილისში: საუკეთესო მომენტები და გეგმები

ამჯერად ქართველი მელომანებისა და თბილისის სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება გასული წლის განახლებული პროგრამა. სცენაზე აჟღერდება მსოფლიოში ცნობილი ისეთი ლეგენდარული კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებები, როგორებიც არიან ენიო მორიკონე, ნინო როტა, მიშელ ლეგრანი, ლალო შიფრინი, ჯონ უილიამსი და გია ყანჩელი.

გარდა ამისა, საღამოზე შესაძლებელი იქნება სიმფონიური ორკესტრის გასული სეზონის საუკეთესო ნაწარმოებების მოსმენა.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ტრადიციულად, დირიჟორისა და კომპოზიტორის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარდგება. კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მომღერალი ნატალია ქუთათელაძე, ალტისტი გიორგი ცაგარელი, მესაყვირე გიორგი შამანაური და ჯაზ-მუსიკოსი რეზო კიკნაძე.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
პატრიარქის დაბადების დღე თბილისში კონცერტით აღინიშნება

საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია ნიკოლოზ რაჭველი.

მსოფლიო ჰიტების პარალელურად ეკრანზე ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები საკულტო კინოსურათებიდან ჩარლი ჩაპლინის, მარჩელო მასტროიანის, სოფი ლორენისა და სხვათა მონაწილეობით. საღამოს განმავლობაში ნიკოლოზ რაჭველი მსმენელს მსოფლიო კინემატოგრაფიის გამოჩენილი მოღვაწეების შესახებ მოუთხრობს. გარდა ამისა, კონცერტის სტუმრების ყურადღებას მიიქცევს ნაწყვეტები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი მსახიობების პორტრეტები.

საღამოს ორგანიზატორია ეროვნული მუსიკალური ცენტრი და კომპანია Conceptart.

ყველა ახალი ამბავი
0