სოფელ მელექედურში მამაკაცი დანით მოკლეს

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამნაშავის იდენტიფიცირება მოახდინა, ამ დროისთვის მასზე ძებნაა გამოცხადებული.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. გურიის სოფელ მელექედურში ზ. ღლონტი გასულ ღამეს დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Newposts.ge

ნაჯახი - Sputnik საქართველო
ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა

სააგენტოს ინფორმაციით, ღლონტს სასიკვდილი ჭრილობები მისმა მეზობელმა მიაყენა, რომელიც მომხდარის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულმა „112“-ში თავად დარეკა, მაგრამ როდესაც „სასწრაფო დახმარების“ ეკიპაჟი მითითებულ მისამართზე მივიდა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამინისტრო მომხდარ ფაქტს ადასტურებს, გარდა ამისა, ცნობილია დამნაშავის ვინაობა და ამ ეტაპზე მისი ძებნის ღონისძიებები ტარდება. მომხდარის მიზეზი უცნობია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0