სირიაში რუსეთის საელჩოს ტერორისტები თავს დაესხნენ

© photo: Sputnik / Михаил Алаеддин / გადასვლა მედიაბანკშისირიაში რუსეთის საელჩო
სირიაში რუსეთის საელჩო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატიური მისიის ეზოში ჩამოვარდნილი ნაღმი არ აფეთქებულა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სირიაში ტერორისტებმა რუსეთის საელჩოს ცეცხლი ისევ გაუხსნეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

 „ერთი ნაღმი, რომელიც, საბედნიეროდ, არ აფეთქდა, რუსული დიპმისიის ადმინისტრაციული შენობების კომპლექსის შიდა ეზოში დაეცა. მეორე — მისი ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს. აუფეთქებელი ნაღმების გაუვნებელსაყოფად მესანგრეებს მიმართეს", — ნათქვამია კომენტარში. 

თავდამსხმელებმა საელჩოს მისამართით ჭურვები თბილისის დროით 14.00 და  14.19 საათზე გაუშვეს. 

ბავშვები ალეპოში - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლება მალე გადაწყვეტს, როგორ დაეხმაროს სირიას

უწყებაში ვარაუდობენ, რომ წარმომადგენლობისათვის და მისი თანამშრომლებისათვის სირიის დედაქალაქის შემოგარენში გამაგრებული დაჯგუფებების მხრიდან, საფრთხე ისევ არსებობს, რაც ადასტურებს მსგავსი ტერორისტული კერების განადგურების აუცილებლობას.

„დამასკოში რუსული დიპმისიის მისამართით ხშირმა შეტევებმა შესაბამისი შეფასება უნდა მიიღოს და კატეგორიულად უნდა დაიგმოს მათ მიერ, ვინც ტერორიზმის გამოწვევებსა და საფრთხეებს საქმით უპირისპირდება“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სირიაში რუსულ საელჩოზე მომხდარი ბოევიკთა შეტევა პირველი არ არის. ოქტომბერში ერთ-ერთი მსგავსი თავდასხმის დროს რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0