საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლება მალე გადაწყვეტს, როგორ დაეხმაროს სირიას

© photo: Sputnik / Михаил Алаеддин / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები ალეპოში
ბავშვები ალეპოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის ბოლომდე გადაწყდება, თუ რა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს საქართველოს ხელისუფლება სირიას.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, როგორ მიაწოდოს სირიაში ჰუმანიტარული დახმარება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უწყების 2016 წლის საქმიანობის შეჯამებისას.

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ თანამშრომლები ალეპოს აღმოსავლეთიდან ბოევიკების ბოლო ჯგუფის გასვლის მოლოდინში - Sputnik საქართველო
საქართველო სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის საკითხზე მუშაობს

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქართველო გაეროს მისიის დახმარებით ბავშვებისთვის სირიაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გეგმავს.

„ამისთვის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ვერ ხერხდება მიწოდება პირდაპირ პროდუქციის და ა.შ. მაგრამ არსებობს გაეროს მიერ შექმნილი სპეციალური ფონდი და ფორმატები, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მიმდინარე კვირაში განვსაზღვავთ ჰუმანიტარული დახმარების ფორმას“, — განაცხადა ჯანელიძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების შემთხვევაში, მიგრანტი სტუდენტები მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0