საქართველოში „მოკლული ქალების ამბები“ გამოიცა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმწერალთა სახლი
მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრებულში რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მოთხრობებია გაერთიანებული.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრებულის "მოკლული ქალების ამბები" პრეზენტაცია თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში 28 დეკემბერს გაიმართება.

„მოკლული ქალების ამბები“ ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული პროექტია. წიგნში ავტორები, მკვლელობებთან ერთად, იმ გარემოსაც აღწერენ, სადაც ეს საზარელი ძალადობა ხდება — სამყაროს, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ძალადობა - Sputnik საქართველო
„ქალთა უფლებები": საქართველოში 2016 წელს გენდერული ნიშნით 10 ქალი მოკლეს

წიგნში შესულია ჯაბა ზარქუას, ნინო თარხნიშვილის, ეკა ქევანიშვილის, სალომე ბენიძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, რატი რატიანის, ანინა ტეფნაძის, მიშა ბახსოლიანის, მარი ბექაურისა და ოთარ ჯირკვალიშვილის ათი პროზაული ნაწარმოები.

ნაწყვეტი მიშა ბახსოლიანის მოთხრობიდან „ცხვარი“:

"გინახავთ, როგორ კლავენ ცხვარს? ალბათ კი, ჩვენთან ხომ ეს წმინდა საქმეა. მეც ცხვარივით დამკლეს. ქმარმა თმაში ხელი ჩამავლო, თავი მაღლა ამაწევინა და დანა ყელში ძლიერად გამომისვა. მგონი ზედმეტად ძლიერადაც… რკინა ცივი იყო, მაგრამ სისხლმა უცბად გაათბო. გაიჭედა და აღარც მაწუხებს. თითქოს აქაა მაგის ადგილი… ცუდია იმაზე ფიქრი, რომ ბოლოს რასაც გავათბობ, რკინის ნაგლეჯი იქნება, ჟანგიანი რკინის ნაგლეჯი, რომელიც 1000 წვრილმანის მაღაზიაში ლურსმნებთან და ქლიბთან ერთად ვიყიდე…"

კრებული "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში" გამოიცა არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0