ჯანელიძე: საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში პრაგმატულია

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთთან კონსტრუქტიული და პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელების შესახებ განაცხადა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 2016 წლის შედეგების შეჯამებისას რუსეთთან ურთიერთობებში არსებული პროგრესი აღნიშნა.

„რუსეთთან კონსტრუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას ვაგრძელებთ. როგორც ცნობილია, გრძელდება შეხვედრები აბაშიძე–კარასინის ფორმატში. გარკვეული პროგრესი შეინიშნება ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურის ნაწილში, რაც ამ პროცესის უფრო მშვიდ მსვლელობას უწყობს ხელს“, — განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: რუსეთთან ვიზების გაუქმება საქართველოს ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წლის შედეგები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მასმედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამა. 

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0