ევაკუაცია თბილისის სკოლაში: დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი

© Fotolia / Syda Productionsმოსწავლეები საკლასო ოთახში
მოსწავლეები საკლასო ოთახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილის დაზიანების გამო ბუნებრივი აირის გაჟონვამ თბილისის სკოლა-გიმნაზია „შავნაბადაში“ სასწავლო პროცესი ჩაშალა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სკოლა-გიმნაზიაში „შავნაბადა“ ბოლო სასწავლო დღე იმის გამო ჩაიშალა, რომ მეზობელი შენობის დემონტაჟისას ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ სკოლის თანამშრომელმა ხატია მესხიშვილმა.

პირველკლასელები - Sputnik საქართველო
ზამთრის არდადეგები საქართველოს სკოლებში ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება

უსაფრთხოებისა და კლასებში აირის შეღწევის თავიდან აცილების მიზნით სკოლა-გიმნაზია „შავნაბადას“ ხელმძღვანელობამ შენობიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„სკოლასთან ახლოს მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი და აირის მილი დაზიანდა, რის შედეგად მოხდა გაჟონვა. თავს ყველა კარგად გრძნობს. არავინ დაშავებულა. დღეს სწავლის ბოლო დღე იყო, ასე რომ, სასწავლო პროცესი ახალი წლის მერე გაგრძელდება“, — განაცხადა მესხიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს დასრულდება, 16 იანვარს კი განახლდება.

ყველა ახალი ამბავი
0