თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება, ხოლო სასწავლო პროცესი 16 იანვარს განახლდება, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელმა.
სახელმწიფო საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეწყდება 29 დეკემბერს და განახლდება 9 იანვარს.
რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ზამთრის არდადეგების ვადებს ისინი თვითონ დაადგენენ.
საქართველოში სულ 2 085 სახელმწიფო სკოლა და 565 000 მოსწავლეა.