ანტვერპენი ევროპის უმთავრეს „კოკაინის ჭიშკრად“ იქცა

© photo: Sputnik / К. Кокошкин / გადასვლა მედიაბანკშიანტვერპენი, რუბენსის ქანდაკება
ანტვერპენი, რუბენსის ქანდაკება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზეთ Derniere heure-ს ინფორმაციით, ჩამორთმეული ნარკოტიკის საერთო ღირებულება 1,5 მლრდ ევროს შეადგენს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პორტი ევროპის უმთავრეს „კოკაინის ჭიშკრად“ იქცა — 2016 წლის განმავლობაში პორტში შესული ხომალდების შემოწმებისას 30 ტონა კოკაინია ამოღებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Derniere heure-ზე დაყრდნობთ.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველო და ნარკოტიკები: ბრძოლა თუ ლეგალიზაცია

გაზეთის ინფორმაციით, ჩამორთმეული ნარკოტიკის საერთო ღირებულება 1,5 მლრდ ევროს შეადგენს.

კოლუმბიური ნარკოკარტელების მიერ ანტვერპენისთვის მიწოდებული კოკაინის მოცულობით ანტვერპენმა როტერდამისა და ჰამბურგის პორტებს გაუსწრო.

ბელგიის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ანტვერპენის პორტში აღმოჩენილი კოკაინი მხოლოდ ნაწილია ნარკოტიკული ნივთიერების იმ მასშტაბური რაოდენობისა, რომელიც ევროპაში ამ ქალაქის გავლით შედის.

მებაჟეები აღნიშნავენ, რომ ბელგიაში ერთი კილოგრამი კოკაინის საბაზრო ფასი 37 ათასი ევროდან 26-28 ათას ევრომდე დაეცა. ქუჩის გადამყიდველები ერთ გრამ კოკაინს 50 ევროდ აფასებენ.

ყველა ახალი ამბავი
0