საქართველოში 200 ათას ერთეულ მსხვილფეხა საქონელს აცრა ჩაუტარდა

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 360 ათასი ერთეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია იგეგმება.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ნოდულარული დერმატიტის გამოვლენისთანავე საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო, ნათქვამია სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

მანამდე „როსსელხოზნადზორმა“ ნოდულარული დერმატიტის აღმოჩენის გამო რუსეთში საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ხორცის პროდუქციის შეტანა აკრძალა.

„მას შემდეგ, რაც საქართველოში ნოდულარული დერმატიტი გამოვლინდა, სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი  ზომები. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისათვის უკვე 200 ათას ერთეულ პირუტყვს ჩაუტარდა ვაქცინაცია. მთლიანობაში 360 ათასი ერთეული პირუტყვის ვაქცინაციაა დაგეგმილი“, — ნათქვამია განცხადებაში.

ძროხა თბილისში სასოფლო–სამურნეო გამოფენაზე - Sputnik საქართველო
რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეყვანა აკრძალა

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველთვის ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.

„ნოდულარული დერმატიტი ადამიანისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს“, — აღნიშნავენ უწყებაში.

სააგენტოში ხაზგასმით განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთში ცოცხალი საქონლის ექსპორტს არ ახორციელებს.

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. დაავადება მიეკუთვნება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას.

დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს. დაავადების ადვილად გადამტანია ადგილობრივი ჯიშის საქონელი.

დაავადება პირველად 1929 წელს ცენტრალურ აფრიკაში დაფიქსირდა, როგორც ჩუტყვავილა. ამჟამად ის აფრიკის 19 ქვეყანაში გვხვდება. დსთ-ში ნოდულარული დერმატიტი დაფიქსირებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0