რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეყვანა აკრძალა

© Sputnik / Alexander Imedashviliძროხა თბილისში სასოფლო–სამურნეო გამოფენაზე
ძროხა თბილისში სასოფლო–სამურნეო გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის გაჩენის გამო შეზღუდვები დაწესდა ქვეყნიდან რუსეთში როგორც თვითონ ცხოველების, ისე მისგან მიღებული პროდუქციის შეტანაზე.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა, ამის მიზეზია დერმატიტის გაჩენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „როსსელხოზნადზორის“ პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

„საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის გაჩენის გამო შეზღუდვები წესდება რუსეთში ნოდულარული დერმატიტისადმი არამდგრადი ცხოველების შემოყვანაზე, შესაბამისი დამუშავების გარეშე იმ პროდუქციის შემოტანაზე, რომელსაც ეს ცხოველები იძლევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
საქართველო რუსეთის ბაზრისთვის ახალ ფიტოსანიტარულ ლაბორატორიას შექმნის

აკრძალვა შეეხება გენეტიკურ მასალას, დაუმუშავებელ ტყავის ნედლეულს (ამ დაავადებისადმი არადგრადი ცხოველებისგან მიღებული), ასევე ამ ცხოველების მოთავსებისა და გადაყვანისთვის გამოყენებულ აღჭურვილობებს.

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. დაავადება მიეკუთვნება მსხვილი რქოსანი პირუტყვის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს. დაავადების ადვილად გადამტანია ადგილობრივი ჯიშის საქონელი.

ყველა ახალი ამბავი
0