საქართველო რუსეთის ბაზრისთვის ახალ ფიტოსანიტარულ ლაბორატორიას შექმნის

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ზურაბ ჩეკურიშვილმა „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელთან სერგეი დანკვერტოსთან შეხვედრაზე გააკეთა.

თბილისი, 13აგვისტო — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორიის შექმნას გეგმავს, რომელიც რუსეთისა და ევროპის ეკონომიკური ორგანიზაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ისეთი პროდუქციის ექსპორტს  განახორციელებს, რომელიც რუსეთის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი იქნება, ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.

ასეთი განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ზურაბ ჩეკურიშვილმა „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელთან სერგეი დანკვერტოსთან შეხვედრაზე გააკეთა.

დანკვერტმა აღნიშნა, რომ „როსსელხოზნადზორი“ მზადაა შესაბამისი ინფორმაციების გაცვლისა და ქართველი სპეციალისტებისათვის სასწავლო ტრენინგების ჩატარებისთვის.

ჩეკურიშვილისა და დანკვერტის 13 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.


ყველა ახალი ამბავი
0