საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჩურჩხელები შეიძინა

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა აქციას "იყიდე ქართული"
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა აქციას იყიდე ქართული - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აქციის „იყიდე ქართული“ ფარგლებში რამდენიმე სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქცია შეიძინა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა ორ საზოგადოებრივ აქციაში ჩაერთვნენ — ადგილობრივი მწარმოებლებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდასაჭერად.

 

აქციის იყიდე ქართული“ ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ საახალწლოდ ოჯახისთვის ავლაბრის ბაზარში და სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები შეიძინეს. მათ ასევე საბურთალოს რაიონში მდებარე მაღაზიაში ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს.

 

სამამულო პროდუქციის შეძენით გვსურს დავეხმაროთ ჩვენს წარმოებას. მეორე აქცია უკავშირდება სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერას. ეს ორივე აქცია საზოგადოებიდან მოდის“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: სტაბილური და ძლიერი საქართველო რეგიონში უსაფრთხოების გარანტია

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საჩუქრები — ჩურჩხელები და ჩიჩილაკები შეიძინა.

პირველი აქციის ინიციატორია გოგა ჩანადირი, მეორესი – აკა სინჯიკაშვილი, აღნიშნა პრეზიდენტმა.

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა მაღაზიაში
პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა მაღაზიაში - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა მაღაზიაში

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა სხვების სწორ წამოწყებებს გვერდში დავუდგე და იმავეს მოგიწოდებთ თქვენც, ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც აქვს შესაძლებლობა მსგავს აქციებს დაუჭიროს მხარი“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას მომავალი დღესასწაულები მიულოცა.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გაგახსენოთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხია, რომელსაც სწორი და კეთილი გადაწყვეტილებების მიღების საოცარი უნარი აქვს… ერთმანეთის გაძლიერებით, ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ თვითონაც ვძლიერდებით“, — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0