კობახიძე: საქართველო ორპალატიანი პარლამენტისთვის მზად არ არის

© REUTERS / David Mdzinarishviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, თუ როდის შეძლებს საქართველო პარლამენტის ორპალატიან სისტემაზე გადასვლას.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ საქართველო ამ ეტაპზე ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებისთვის მზად არ არის.

„რაც შეეხება მეოთხე მუხლს (კონსტიტუციის — რედ.), საქართველოში ბიკამერალიზმის შემოღება, ანუ ორპალატიანი პარლამენტის შემოღება პირდაპირ არის დაკავშირებული იურისდიქციის აღდგენის საკითხთან“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ხუთი ფრაქცია აქვს

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ორი პალატა — რესპუბლიკის საბჭო და სენატი — მაშინ ჩამოყალიბდება, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებისთვის სათანადო პირობები შეიქმნება.

„რა თქმა უნდა, მსჯელობა უნდა შედგეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა. ამაზე ვიმსჯელებთ კომისიის ფორმატში და იქ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, — აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ.

კობახიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა.

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას 24 დეკემბერს — ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ორი თვის შემდეგ შეუდგა. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ხვდა წილად. ამასთან, მათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს, რაც საშუალებას იძლევა ერთპიროვნულად შეცვალონ ნებისმიერი კანონი, მათ შორის კონსტიტუცია.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში, პირველ რიგში, ისეთი ცვლილებების შეტანას გეგმავს, რაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ძალთა ბალანსს უზრუნველყოფს, ასევე ცვლილებას შეიტანს საარჩევნო სისტემაში. გარდა ამისა, იგეგმება ქორწინების განსაზღვრების დაკონკრეტება — რომ ის მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია.

ყველა ახალი ამბავი
0