გფრ ერთ წელში მერკელის პოლიტიკით უკმაყოფილო 700 ათასამდე გერმანელმა დატოვა

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშიმოძრაობა PEGIDA-ს აქცია დრეზდენში
მოძრაობა PEGIDA-ს აქცია დრეზდენში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივები მუსლიმმა მიგრანტებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც მძიმე ტვირთად დააწვნენ ქვეყნის სოციალურ სისტემას.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პოლიტიკით უკმაყოფილო დაახლოებით 700 ათასმა გერმანელმა სამშობლო დატოვა, და ეს მხოლოდ ერთი წლის მონაცემებით, განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში მოძრაობა Pegida-ს ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ ლუტც ბახმანმა.

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
მერკელი აპირებს, გაემიჯნოს მიგრაციულ დევიზს „Wir schaffen das“

მისი თქმით, ადგილობრივები მუსლიმმა მიგრანტებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც მძიმე ტვირთად დააწვნენ ქვეყნის სოციალურ სისტემას.

„ასობით ათასი მუსლიმი ახალგაზრდა გერმანიაში ჩამოდის და სოციალურ სისტემას ტვირთად აწვება. ამასთან, არც ერთ მათგანს არანაირი წვლილი არ შეაქვს ამ სისტემაში. გასულ წელს გერმანიიდან საშუალო კლასის წარმომადგენელი 700 ათასი გერმანელი წავიდა — კარგი განათლების მქონე და გადასახადების გადამხდელი ადამიანები“, — აღნიშნა ლუტც ბახმანმა.

როგორც ბახმანმა განაცხადა, გერმანიის მთავრობა მიგრანტთა შედინებას გამართლებას იმით უძებნის, თითქოს ქვეყანას სპეციალისტები სჭირდება.

„კი, ეს ასეა, მაგრამ… მიგრაციის ფედერალურმა უწყებამ საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩამოსულთა 80% ან სრულიად გაუნათლებელია, ან განათლების ძალიან დაბალი დონე აქვს. ამ ადამიანებით სპეციალისტების დეფიციტს ვერ შევავსებთ“, — ხაზი გაუსვა ბახმანმა.

ყველა ახალი ამბავი
0