გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა: სასაქონლო ნიშანი „სტუდია მაესტროს“ დარჩა

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmსასამართლო გადაწყვეტილება
სასამართლო გადაწყვეტილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მაესტროს“ სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება „სტუდია მაესტროს“ დარჩა, რომელშიც ძირითადი წილი ერთ დროს ცნობილ მომღერალსა და შოუმენს გია გაჩეჩილაძეს ეკუთვნის.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „სტუდია მაესტროს“, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ მართავს, სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება დაუბრუნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გია გაჩეჩილაძის ადვოკატზე დაყრდნობით.

ამჟამად კომპანია „სტუდია მაესტროში“ 55%-იან წილს ცნობილი მომღერალი და შოუმენი გია გაჩეჩილაძე ფლობს, დიზაინერი მაკა ასათიანი — 25%-ს, ტელეარხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი — 15%-ს, ხოლო ეკა აკობია — 5%-ს.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
შპს „სტუდია მაესტროს“ ახალი დირექტორი დარეგისტრირდა

„სტუდია მაესტრო“ სასაქონლო ნიშანს „მაესტრო“ 1995 წლიდან იყენებდა. 2011 წელს სასაქონლო ნიშანი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ დარეგისტრირდა. 2014 წელს „სტუდია მაესტროს“ ყოფილმა გენდირექტორმა ბაია გადაბაძემ გია გაჩეჩილაძესთან შეუთანხმებლად ეს ნიშანი კომპანია „ტელევიზია მაესტროს“ აჩუქა“, — განაცხადა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

გაჩეჩილაძემ გადაბაძის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც დაადგინა, რომ გადაბაძეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.

„ტელევიზია მაესტრო“, რომელსაც გადაბაძემ გადასცა სასაქონლო ნიშანი, „სტუდია მაესტროს“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ბაჩო კიკაბიძეს ეკუთვნის.

„მაესტროს“ ისტორია 1995 წელს დაიწყო, როდესაც მამუკა ღლონტის ხელმძღვანელობით ამავე სახელწოდების სტუდია შეიქმნა, რომელიც გასართობი გადაცემების მომზადებაზე იყო სპეციალიზებული. ისინი ეთერში სახელმწიფო ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე გადიოდნენ.

2001 წელს „სტუდია მაესტრო“ საქართველოში პირველ მუსიკალურ-გასართობ არხად გარდაიქმნა, რომელიც ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“, ხოლო შემდეგ ტელეარხ „ევრიკას“ საეთერო დროს იყენებდა.

2008 წელს „სტუდია მაესტროს“ ბაზაზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტელეარხი „მაესტრო“ გაჩნდა.

2009 წელს „მაესტრო“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არხად იქცა. გაჩეჩილაძის პოლიტიკურმა ტელეშოუმ „საკანი №5“ იმ პერიოდში საფუძველი დაუდო საქართველოში ოპოზიციის მასშტაბურ აქციებს.

არსებობის 20 წლის განმავლობაში „სტუდია მაესტრო“, მისი მფლობელის ვინაობის გარკვევის გამო, არაერთხელ გახვეულა სკანდალში.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მიღებულია გადაწყვეტილება მაესტროს სასაქონლო ნიშანზე

ბოლო სკანდალი 2016 წლის დასაწყისში მოხდა, როდესაც გაირკვა, რომ გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი გახდა. მანამდე ის მხოლოდ 25%-იან წილს ფლობდა.

აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა გადაბაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „მაესტროს“ სარედაქციო პოლიტიკა საფრთხის ქვეშაა და ამ მოტივით დატოვებს თანამდებობას. თუმცა საკუთარი ნებით წასვლა გადაბაძემ არ ისურვა, ის გაათავისუფლეს. ვაკანტურ თანამდებობაზე გია გაჩეჩილაძემ საკუთარი ძმა, ადრე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.

გაჩეჩილაძის კანდიდატურა ტელეკომპანიის თანამშრომლებს არ მოეწონათ, რომელთა ნაწილმა უარი განაცხადა მასთან მუშაობაზე და არხი დატოვა. გენერალური დირექტორის ამპლუაში ლევან გაჩეჩილაძის ხილვა არ სურდათ ასევე მაკა ასათიანსა და მამუკა ღლონტს.

საბოლოო ჯამში, მხარეები კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და „სტუდია მაესტროს“ გენერალური დირექტორი მიმდინარე წლის აპრილში ფინანსისტი ზურაბ ნაყეური გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0