დანელია: საქართველო რუსეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტს არ ახორციელებს

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaოთარ დანელია
ოთარ დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ „როსსელხოზნადზორის“ განცხადებას „უცნაური“ უწოდა.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ოთარ დანელიამ „როსსელხოზნადზორის“ განცხადებას საქართველოდან რუსეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ხორცის პროდუქციის შეტანის აკრძალვის შესახებ „უცნაური“ უწოდა.

მანამდე „როსსელხოზნადზორმა“ ნოდულარული დერმატიტის აღმოჩენის გამო რუსეთში საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ხორცის პროდუქციის შეტანა აკრძალა.

„ცოტათი უცნაური განცხადებაა („როსსელხოზნადზორის“), რადგანაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი არასდროს ხორციელდებოდა… მსგავსი რამ პრაქტიკაში არ გვქონია“, — განაცხადა დანელიამ.

ძროხები - Sputnik საქართველო
საქართველოში 200 ათას ერთეულ მსხვილფეხა საქონელს აცრა ჩაუტარდა

ნოდულარული დერმატიტის გამოვლენის შემდეგ საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამჟამად აცრილია 200 ათასი ერთეული პირუტყვი და კიდევ 160 ათასი პირუტყვის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოში აღნიშნეს, რომ უწყება ყოველთვის ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთში ცოცხალი საქონლის ექსპორტირებას არ ახდენს.

ყველა ახალი ამბავი
0