შევაგულიანოთ მამალი, რომ 1 იანვარს ომახიანად დაიყივლოს

© Flickr / Flickr/ Challiyil Eswaramangalath Pavithran Vipin Followმოდის ცეცხლოვანი მამლის წელი
მოდის ცეცხლოვანი მამლის წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა, ეს კი ნიშნავს, რომ დროა 2017 ცეცხლოვანი მამლის წელს მომზადებული შევხვდეთ.

საქართველოში და მთელ მსოფლიოში საახალწლოდ განსაკუთრებით ემზადებიან. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, ამ ქვეყანაში კი ყველა ოჯახს — თავისი საკუთარი, განსხვავებული ტრადიცია. ბოლო ათწლეულებია საქართველოში დიდ ყურადღებას აქცევენ აღმოსავლურ კალენდარს. აქედან გამომდინარე ახალი წელი საქართველოში ქართული და აღმოსავლური ტრადიციების ერთგვარი ნაზავი ხდება. მაგალითად, ქართულ ჩიჩილაკთან ერთად ოჯახში აუცილებლად დებენ ან კიდებენ იმ ცხოველს, რომლის წელიწადიც დგება. 2016 წლის ბოლო დღეს — 31 დეკემბერს ქართულ ოჯახებშიც გაჩნდება მამალი, რომ 1 იანვარს — ახალი წლის პირველ დღეს ომახიანად „დაიყივლოს“.

CC BY 2.0 / Alasdair Mckenzie / 2017 დიდი ცვლილებების წელია
2017 დიდი ცვლილებების წელია - Sputnik საქართველო
2017 დიდი ცვლილებების წელია

2017 მამლის, და თან ცეცხლოვანი მამლის წელიწადია. ის, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ყველა ნიშანს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს. მაგრამ არ შეშინდეთ — მამალი მკაცრია მხოლოდ მათ მიმართ, რომლებიც არ იქცევიან პატიოსნად, არიან ანგარებიანი და უსამართლოები.

2017 დიდი ცვლილებების წელია. განსაკუთრებით უყვარს მამალს წყვილების გაბედნიერება, და შეუღლება მამლის ფრთის ქვეშ ხანგრძლივ და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას მოასწავებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წელს განქორწინებების რიცხვი ნამდვილად არ იქნება ბევრი — მამალი ოჯახის დამცველი ფრინველია და ოჯახური ფასეულობების ზედმეტად დამსხვრევის უფლებას არავის მისცემს.

საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
საახალწლო საჩუქრები: რჩევები

იმისთვის, რომ მამალი შევაგულიანოთ, მას 31 დეკემბერს კარგად უნდა შევხვდეთ. არ დაგავიწყდეთ ტრადიცია: „როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ მთელ წელს“.

მამალს სითბო და სიმყუდროვე უყვარს. ამიტომ ჯობს ახალ წელს შინ, ოჯახურ გარემოში შეხვდეთ. სუფრას ხელგაშლილობა დაატყვეთ, მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ — ფუფუნების გარეშე. მამალი სტუმართმოყვარეა — მოუმზადეთ თითოეულ სტუმარს პატარა საჩუქარი. საზეიმო სუფრის შემდეგ შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

რადგან მამალი სოფლის ფრინველია, სახლში სოფლის ატრიბუტები დაამატეთ, მაგალითად, შექმენით დეკორატიული ბუდე, ასევე არ დაგავიწყდეთ მარცვლეული.

© Flickr / Flickr/ Anna & Michalნაძვის ხე ბევრი სათამაშოთი მორთეთ, უპირატესობა წითელს და ოქროსფერს მიანიჭეთ
ნაძვის ხე ბევრი სათამაშოთი მორთეთ, უპირატესობა წითელს და ოქროსფერს მიანიჭეთ - Sputnik საქართველო
ნაძვის ხე ბევრი სათამაშოთი მორთეთ, უპირატესობა წითელს და ოქროსფერს მიანიჭეთ

სახლი მორთეთ ისეთი ნივთებით, რომლებიც მამალს სიმყუდროვისა და სითბოს განწყობას შეუქმნის, მაგალითად, პლედებით, ბალიშებით, ხალიჩებით, ხელსაწმენდებით…

გამოიყენეთ მამლის ფიგურები (რაც მეტი იქნება, მით უკეთესი), მაგრამ არავითარ შემთხვევაში — ფრთები და კვერცხი, ამან, შესაძლოა, მთელი წლით იღბალი წაგართვათ.

საახალწლო მაგიდას ჯობს წითელი ან ცეცხლისფერი შეფერილობის სუფრა გადააფაროთ. თუ ხის ჭურჭელი გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ ის. ასევე, სუფრის მორთვისას სოფლური კოლორიტი გამოიყენეთ — მამალს ძალიან გაახარებთ.

რაც შეეხება საკვებს, უარი თქვით ექსტრავაგანტულ კერძებზე. სუფრა გულუხვად გააწყვეთ, მაგრამ არ გადაამლაშოთ. ყველაფერი არაჩვეულებრივი და ძვირფასი სუფრაზე 1 იანვარს მიიტანეთ.

© Flickr / Flickr/ electricnudeარ დაგავიწყდეთ აქსესუარები
არ დაგავიწყდეთ აქსესუარები - Sputnik საქართველო
არ დაგავიწყდეთ აქსესუარები

უპირატესობა მიანიჭეთ ვეგეტარიანულ კერძებს, თუ ხორცის გარეშე არ შეგიძლიათ, ფრინველს სუფრაზე ნუ დადებთ (რა გითხრათ, საქართველოში ახალი წლის სუფრა საცივის გარეშე?!.), ამით მამალს ძალიან გაანაწყენებთ.

მამალს ძალიან უყვარს ტკბილეული და ნამცხვრები. არ დაგავიწყდეთ, სუფრაზე მამლის ფიგურა აუცილებლად დადგით, ის წარმატებებსა და ბედნიერებას მოგიტანთ.

ნაძვის ხე ბევრი სათამაშოთი და ბურთებით მორთეთ, უპირატესობა წითელსა და ოქროსფერს მიანიჭეთ. ასევე გამოიყენეთ კანფეტები და მანდარინები. მამალს ძალიან გაახარებს ნაძვის ხის ძირში დადგმული თეფში მარცვლეულით.

ჩაიცვით ნათელი, მკვეთრი ფერის ტანსაცმელი, ეს მამაკაცებსაც ეხება. არ დაივიწყოთ აქსესუარები.

ყველა ახალი ამბავი
0