გლდანის მასივში, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

გამოწერა
ვითმხილველების თქმით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. გლდანის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, სავარაუდოდ, ყაჩაღობა მოხდა, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ თვითმხილველმა.

„ბანკი დაკეტილია, მის წინ პოლიციის რამდენიმე მანქანა დგას, ხოლო შიგნით ექსპერტ-კრიმინალისტები ტრიალებენ“, — უთხრა წყარომ სააგენტოს.

მისი თქმით, მეოთხე მიკრორაიონის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციის თანამშრომელი ტრიალებს. მათ თან ახლავთ მეძებარი ძაღლი, რომელმაც, სავარაუდოდ, კვალიც აიღო.

„ძაღლმა პოლიცია კორპუსთან მოიყვანა და მათაც მთელი უბნის ბიჭები გაჩხრიკეს. მგონი ჯერ ვერაფერი იპოვეს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ კვალს ადგანან“, — ვარაუდობს წყარო.

საქართველოს ბანკის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
თბილისში „საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

თავად სამართალდამცველებმა კომენტარი არ გააკეთეს და არც მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. 

თუ ფაქტი დადასტურდა, ეს „საქართველოს ბანკში“ ყაჩაღობის პირველი შემთხვევა არ იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყაჩაღური თავდასხმების უმეტესი წილი ბოლო წლებში ორ ბანკზე — "საქართველოს ბანკსა" და "ლიბერთი ბანკზე" მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0