თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თავდამსხმელი ბანკში გვიან ღამით შეიჭრა. უცნობია მოახერხა თუ არა დამნაშავემ სერვის-ცენტრიდან თანხის გატანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა დაკავებული ან იდენტიფიცირებული ინციდენტში მონაწილე პირი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობით მუხლით აღიძრა, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყაჩაღური თავდასხმების უმეტესი წილი ბოლო წლებში ორ ბანკზე — "საქართველოს ბანკსა" და "ლიბერთი ბანკზე" მოდის.