ტოტო კუტუნიო სიკვდილს გადაურჩა

© photo: Sputnik / Andrey Aleksandrov / გადასვლა მედიაბანკშიტოტო კუტუნიო
ტოტო კუტუნიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოტო კუტუნიო ალექსანდროვის ანსამბლთან ერთად სირიაში უნდა გაფრენილიყო. ცნობილი მომღერალი შოკიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. იტალიური სცენის ვარსკვლავი, კომპოზიტორი და მომღერალი ტოტო კუტუნიო იტალიურ საინფორმაციო საუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 29 დეკემბერს ალექსანდროვის ანსამბლთან ერთად კონცერტში მონაწილეობას აპირებდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-ზე დაყრდნობით.

მომღერლის მენეჯერს 29 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის თაობაზე ერთი თვის წინ ალექსანდროვის კოლექტივის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. ტოტო კუტუნიო ამბობს, რომ ამ ტრაგედიის გამო შოკშია.

„ჯერ მოსკოვში უნდა წავსულიყავი, იქ კი ანსამბლს შევუერთდებოდი, მაგრამ ჩემ საკონცერტო განრიგში კონცერტები უკვე დაგეგმილი იყო და მენეჯერმა მონაწილეობა გადამაფიქრებინა. უკვე მჯერა ბედისწერის…“ — აღნიშნავს კუტუნიო. 

Ту-154 - Sputnik საქართველო
გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მოცეკვავეები იმყოფებოდნენ

Un italiano vero დიდი ხანია თანამშრომლობდა ამ კოლექტივთან, 2013 წელს კი ის სან-რემოს სიმღერის ფესტივალზე მიიწვია.

„სხვა ერთობლივი პროექტებიც გვქონდა, L'Italiano-ს ჩვენი ერთობლივი შესრულება არაჩვეულებრივი იყო. სან-რემოში რეპეტიციებზე ეს სიმღერა სრულყოფილებად ვაქციეთ. მათ ოჯახებს თანადგომას ვუცხადებ, ისინი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ“, — იხსენებს ტოტო კუტუნიო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154, რომელიც სირიაში მიფრინავდა, კვირას, დილით შავ ზღვაში ჩავარდა. უწყების ინფორმაციით, საჰაერო ხომალდის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო — 8 სამხედრო მოსამსახურე, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 64 მსახიობი, ასევე რუსული საინფორმაციო საშუალებების 9 წარმომადგენელი, საქველმოქმედო ფონდ "სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი ელიზაბეტ გლინკა, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი ლიზა და ფედერალური სამსახურის 2 წარმომადგენელი. თვითმფრინავის მგზავრები სირიის სამხედრო ბაზაზე მიფრინავდნენ, რათა რუსი სამხედროებისთვის დამდეგი ახალი წელი მიელოცათ.

ყველა ახალი ამბავი
0