თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სოჭიდან სირიის მიმართულებით მოძრავ თვითმფრინავში ალექსანდროვის სახელობის ცეკვის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი იმყოფებოდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„რადარებიდან გაუჩინარებული Ту-154-ის ბორტზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ალექსანდროვის სახელობის ცეკვის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი იმყოფებოდა“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
მოცეკვავეები სირიაში მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვის ახალი წლის მისალოცი კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდნენ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ადლერის აეროდრომიდან აფრენიდან 20 წუთის შემდეგ გაქრა რადარებიდან.
საინფორმაციო სააგენტოს წყაროს თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ძირითად ვერსიებად საჰაერო ხომალდის გაუმართავობა ან პილოტირების შეცდომა განიხილება.
ბორტზე სულ 83 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისათვის გაუჩინარებული თვითმფრინავის ძიებაში კრასნოდარის მხარისა და მეზობელი რეგიონების ყველა სამხედრო საძიებო-სამაშველო სამსახურია ჩართული.