სოჭიდან აფრენილი Ту-154 რადარებიდან გაქრა

© photo: Sputnik / Dmitriy Petrochenko / გადასვლა მედიაბანკშიТУ-154 М
ТУ-154 М - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი Ту-154, წინასწარი ინფორმაციით, სირიის ლატაკიაში უნდა გაფრენილიყო.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სოჭიდან აფრენილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 70 ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საგანგებო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით.

„თვითმფრინავი რადარებიდან საორიენტაციოდ აფრენიდან 20 წუთის შემდეგ გაუჩინარდა: ის 5:20 საათზე აფრინდა, ხოლო 5:40 წუთზე უკვე აღარ გამოვიდა კავშირზე“, — განაცხადა წყარომ.

სააგენტოსთან საუბარში წყარომ აღნიშნა, რომ თვითმფრინავი, წინასწარი ინფორმაციით, სირიის ქალაქ ლატაკიაში მიფრინავდა.


ყველა ახალი ამბავი
0