საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოწერა
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მაღალი ტემპერატურის გამო ილია მეორე თავისი აღსაყდრების 39-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ცისანა შარტავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მაღალი სიცხის გამო, თავისი აღსაყდრების 39-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო. ლიტურგია 25 დეკემბერს სამების ტაძარში ჩატარდა.

გიორგი მარგველაშვილი და ილია მეორე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ილია II-ს აღსაყდრების იუბილე მიულოცა

„პატრიარქი უკეთ არის. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მკურნალობა გრძელდება. საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, ის საპატრიარქოში რჩება. სიცხე აღარ აქვს, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა“, — განაცხადა შარტავამ.

საზეიმო ლიტურგიას, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მეუფე დანიელმა აღავლინა, ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი და მისი დელეგაციის წევრები.

უკრაინელი სასულიერო პირები საქართველოში სპეციალურად ილია მეორის ინტრონიზაციის იუბილეზე დასასწრებად ჩამობრძანდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0