თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 39-ე იუბილე მიულოცა.
„ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, თავისუფლებისაკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი თქვენი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. შინაგანი სრულქმნისა თუ ქვეყნის განვითარების გზაზე უზენაესი ფასეულობებისადმი ერთგულების, თანამოძმეთა სიყვარულისა და თავდადებული მსახურების გამო მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ არა მხოლოდ მრევლის, არამედ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის“, — ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისადმი.
გიორგი მარგველაშვილმა მის უწმინდესობას დღეგრძელობა და უშრეტი ენერგია უსურვა „ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“.