გიორგი კვირიკაშვილმა ილია II-ს ინტრონიზაციის იუბილე მიულოცა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველო კათალიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან 39-ე წლისთავს აღნიშნავს.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ინტრინიზაციის 39-ე იუბილე მიულოცა.

მისი უწმინდესობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზეიმო ლიტურგიას თავად ვერ დაესწრო.

„მართლაც ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია. მისი წინამძღოლობით აშენდა და აღდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი, ამოქმედდა შორეულ კუთხეებში მიტოვებული ეკლესიები, განახლდა სამონასტრო ცხოვრება“, — ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

კვირიკაშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდებში, სწორედ ეკლესია და პატრიარქის სიტყვა იყო ყველაზე დიდი იმედი.

„დღემდე სამაგალითოა მისი სულიერი სიმტკიცე, სიბრძნე, თავმდაბლობა, შემწყნარებლობა და მოთმინების უნარი. მთელი გულით ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს გააძლიეროს მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენი ქვეყანა“, — აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილმა „ფეისბუქით“ გავრცელებულ მილოცვაში.

ყველა ახალი ამბავი
0