„ევროვიზია 2017“-ზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა 20 იანვარს გახდება ცნობილი

© FB / UA:Першийევროვიზია
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობაზე პრეტენზიას 25 მუსიკოსი აცხადებს. ევროპის მუსიკალური კონკურსი კიევში გაიმართება.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თუ ვინ წარადგენს „ევროვიზია 2017“-ის კონკურსზე საქართველოს, ცნობილი გახდება 2017 წლის იანვარში.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერთა გუნდის გადაწყვეტილებით, შესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.

„ევროვიზია 2017“-ის კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 7 ნოემბერს დაიწყო და 7 დეკემბრამდე გაგრძელდა. კასტინგში მონაწილეობა მომღერლებმა და მუსიკალურმა ჯგუფებმა მიიღეს, რომლებმაც სპეციალურად კონკურსისთვის დაწერილი სიმღერები წარმოადგინეს.

ევროვიზია - Sputnik საქართველო
საქართველო მზადაა 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს

თავიდან სულ 28 განაცხადი იყო, თუმცა მოგვიანებით, კონკურსს სამი მონაწილე გამოეთიშა — ნათია ბიძინაშვილი, ანი ვეკუა და ანჩო დოლიძე.

საბოლოო ჯამში ფინალურ შესარჩევ კონცერტში შემდეგი შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას:

1. ნანუკა გიორგობიანი, სიმღერით Let The Sunshine In (კომპოზიტორი — ედიშერ ლომაძე)

2. გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი — გიორგი ჩიქოვანი)

3. დავით შანიძე, სიმღერით — "მტვრის კაცი" (კომპოზიტორი — დავით შანიძე)

4. ტრიო "მანდილი", სიმღერით "მე და შენ" (კომპოზიტორი — ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი)

5. ელენე მიქიაშვილი, სიმღერით Fighter (კომპოზიტორები — Ylva and Linda Persson)

6. ანდრია გველესიანი, სიმღერით Revolutionise (კომპოზიტორი — გიორგი ლაღიძე)

7. ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime (კომპოზიტორი — ზვიად მღებრიშვილი)

8. ალისა დანელია, სიმღერით We Are Eternity (კომპოზიტორი — ალისა დანელია)            

9. რატი დურგლიშვილი, სიმღერით Why (კომპოზიტორი — რატი დურგლიშვილი)

10. ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, სიმღერით Heyo Song (კომპოზიტორი — ბრენდონ სტოუნი)

11. თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი, სიმღერით You Are My Sunshine (კომპოზიტორი — თორნიკე ყიფიანი)

12. ჯგუფი EOS, სიმღერით Urban Signs (ავტორები — გიორგი ქოჩორაძე, გედევან ლევლიშვილი)

13. დიმა კობეშავიძე, სიმღერით Scream (კომპოზიტორი — დიმა კობეშავიძე)

14. მალიბუ, სიმღერით We Live Once (ავტორი — მალიბუ)

15. ჯგუფი Asea Sool, სიმღერით Nature (კომპოზიტორი — Asea Sool)

16. MISHO, სიმღერით Magic (კომპოზიტორი — MISHO)

17. თაკო გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith (ავტორი — თაკო გაჩეჩილაძე)

18. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo, სიმღერით Dear God (კომპოზიტორი — ბესო ნემსაძე)

19. მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly (კომპოზიტორი — ჯონი თითირაშვილი)

20. ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run (კომპოზიტორები — Andy Vitolo and John King)

21. ჯგუფი Sparkle, სიმღერით On The Top (კომპოზიტორი — ალეკო ბერძენიშვილი)

22. ნინო ბაშარული, სიმღერით "ლილეო" (Lileo) (კომპოზიტორი — ნინო ბაშარული)

23. თემო საჯაია, სიმღერით All The Same (კომპოზიტორი — თემო საჯაია)

24. მარიკო ლეჟავა, სიმღერით Light it Up (კომპოზიტორი — "ბით ჰარდი", ბორიკო შხიანი და ალეკო ბერძენიშვილი)

25. საბინა ჭანტურია, სიმღერით Stranger (მუსიკა და ტექსტი — საბინა ჭანტურია)

ფინალური კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე გაიმართება.

გამარჯვებულს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური და sms-შეტყობინებების მეშვეობით მაყურებელთა კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგები დაითვლება პრინციპით — ჟიურის ხმების 60% და მაყურებელთა ხმების 40%.

გასულ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენდა ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, რომელმაც მეოცე ადგილი დაიკავა. კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინელმა შემსრულებელმა ჯამალამ სიმღერით "1944". კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ფინალი 13 მაისს, ხოლო ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0