NBA-ს All Star-ის მატჩი: ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას

© AP Photo / John Locherზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
NBA-ში All Star-ის სასტარტო ხუთეულის კენჭისყრა დაიწყო. „Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემის ვარიანტებს.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. NBA-ში აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების All Star-ის სასტარტო ხუთეულის შესარჩევი კენჭისყრა დაიწყო.

პრეტენდენტთა სია NBA-ს ყველა მონაწილეს მოიცავს. ბუნებრივია, ერთ-ერთი კანდიდატია საქართველოს ნაკრების კაპიტანი და Golden State Warriors-ის ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია.

წელს All Star-ის სასტარტო ხუთეულების შერჩევის პროცედურაში ცვლილებები შევიდა. თუ აქამდე კონფერენციის სასტარტო ხუთეულს ფანები ირჩევდნენ, წელს ფანებს ხმების მხოლოდ 50% მისცეს და გადაწყვეტილების მიღებაში ჟურნალისტები (25%) და თავად NBA-ს მოთამაშეები (25%) ჩართეს.

თითოეულ გუნდში კიდევ შვიდ-შვიდ მონაწილეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების ნაკრებების მთავარი მწვრთნელები ამატებენ.

ზაზა ფაჩულიას ხმა შეგიძლიათ მისცეთ შემდეგნაირად:

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გადატანილი ტრავმის შემდეგ ფაჩულია პარკეტს დაუბრუნდა

1)  Facebook Public სტატუსში უნდა დაწეროთ

#NBAVote
 Zaza Pachulia

2) Twitter-ში  ნებისმიერი tweet, retweet ან reply ჰეშთეგით #NBAVote Zaza Pachulia

3.  Google Search-ში აკრიფეთ NBA Vote Golden State ან NBA Vote All-Star, აარჩიეთ გუნდი Golden State Warriors და თვითონ გუნდში ხმას ზაზას ვაძლევთ.

4.  NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შევდივართ NBA.com/vote მისამართზე და ხმას ზაზა ფაჩულიას ვაძლევთ.

გახსოვდეთ, თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ რესურსზე ხმის მიცემა 24 საათში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი.

შარშან, როდესაც ფაჩულია Dallas Mavericks-ის შემადგენლობაში გამოდიოდა, ქართველ კალათბურთელს სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად 14 228 ხმა დააკლდა.

ხმის მიცემა 25 დეკემბერს 20 საათზე (თბილისის დროით) დაიწყო და 16 იანვრამდე გაგრძელდება. NBA-ს All Star-ის მატჩი თებერვალში ახალ ორლეანში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0