თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია ოთხი გამოტოვებული მატჩის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
„პორტლენდთან“ მატჩში ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. მან მოედანზე 17 წუთი გაატარა, ამ დროში ოთხი ქულა მოაგროვა, შვიდი მოხსნა და ერთი ჩაჭრა განახორციელა, რაც მის გუნდს დაეხმარა მეტოქის განადგურებაში ანგარიშით 135:90.
„გოლდენ სტეიტი“ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის დასავლეთის კონფერენციას ლიდერობს. 28 მატჩში მას 24 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ერთი კვირის წინ მიღებული მარჯვენა მაჯის ტრავმის გამო ფაჩულიას ოთხი მატჩის გამოტოვება მოუხდა.