თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკეებს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ვებგვერდზე.
„გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს… ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში“, — წერს მილოცვაში პრეზიდენტი.
მისი თქმით, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული საქართველო აღიარებს იმ ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი საერთო სამშობლოს წინაშე.
ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 50 ათასამდე კათოლიკე ცხოვრობს.