თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. კათოლიკური სამყარო დღეს უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს, ქრისტეშობას აღნიშნავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში მცხოვრებ დაახლოებით 50 ათას კათოლიკეს დღესასწაული გვიან ღამით უკვე მიულოცა.
„დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. შობა მომავლის რწმენასა და იმედს გვისახავს. ბედნიერებას, მშვიდობას, კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას“, — წერს კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
როგორც წესი, ყველაზე მასშტაბურად შობა ბეთლემში, ქრისტეს დაბადების ადგილას და ასევე ვატიკანში აღინიშნება, სადაც საშობაო მესას რომის პაპი ატარებს.