პატრიარქს ვირუსი და მაღალი ტემპერატურა აქვს

© Sputnik / Levan Avlabreliგვიანი შემოდგომა სამების ბაღში
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი უწმინდესობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აღსაყდრებიდან 39-ე იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ვირუსული ინფექციის ფონზე, მაღალი ტემპერატურა აქვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ცისანა შარტავაზე დაყრდნობით.

კიევის მიტროპოლიტი ონუფრი - Sputnik საქართველო
კიევის მიტროპოლიტი ილია II-ის ინტრონიზაციის იუბილეზე ჩამობრძანდება

მისი უწმინდესობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღსაყდრებიდან 39-ე იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო.

„ამ დროისათვის პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დინამიკა ასევე დადებითია. ავადმყოფობა მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რათა შესაძლო გართულებები თავიდან აიცილონ“, — აღნიშნა შარტავამ.

საზეიმო ლიტურგიას, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მეუფე დანიელმა აღავლინა, ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი და მისი დელეგაციის წევრები.
უკრაინელი სასულიერო პირები საქართველოში სპეციალურად ილია მეორის ინტრონიზაციის იუბილეზე დასასწრებად ჩამობრძანდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0