თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ჟურნალმა Forbes-მა ყველა დროის ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმების სია გამოაქვეყნა.
სიაში პირველი ადგილი ფილმმა "მარტო სახლში" დაიკავა, რომელშიც მთავარ როლს მაკოლეი კალკინი ასრულებს. რეჟისორ კრის კალამბუსის ნამუშევარი პატარა ბიჭზე მოგითხრობთ, რომელმაც ორ მძარცველი გააცურა, ეკრანზე 1990 წელს გამოვიდა. მან ამერიკულ კინოგაქირავებაში 285, 7 მლნ. დოლარი მოაგროვა, ხოლო მსოფლიოში — 476, 68 მლნ დოლარი.
მეორე ადგილზე არის ფილმი "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა", ჯიმ კერის მონაწილეობით. 2000 წელს გადაღებულმა ფილმმა ამერიკაში 260 მლნ. დოლარი მოაგროვა, მსოფლიოში კი — 345 მლნ დოლარი.
შემდეგ 2004 წელს გადაღებული "პოლარული ექსპრესი" მოდის. ფილმი გინესის რეკორდების წიგნში იმის გამო მოხვდა, რომ მსახიობთა თამაში რეალური ადამიანების ციფრული ასახვით არის გადმოცემული. აშშ-ში სურათმა მოაგროვა 183, 37 მლნ დოლარი, მსოფლიო კინოგაქირავებაში კი 306,8 მლნ დოლარი.
მაკოლეი კალკინის შესრულებით "მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული" მეოთხე ადგილზეა, აშშ-ში 173, 59 მლნ. დოლარის საკასო შემოსავლით, მსოფლიო კინოგაქირავებაში კი 359 მლნ დოლარით.
მეხუთე ადგილი დაიკავა ფილმმა "ელფი". ამერიკულ გაქირავებაში სურათმა 173, 4 მლნ დოლარი მოაგროვა, მსოფლიოში - 220,4 მლნ დოლარი.
ფილმების ტოპ ათეულს ასრულებენ: "სანტა კლაუსი" (144, 83 მლნ. დოლარი), "სანტა კლაუსი 2" (139, 24 მლნ. დოლარი), "საშობაო ისტორია" (137, 86 მლნ დოლარი), "ოთხი შობა" (120, 15 მლნ დოლარი) და "სანტა კლაუსი 3" (84, 5 მილიონი).
ყველაზე პოპულარული ფილმების რეიტინგში ასევე შევიდნენ "კოშმარი შობის წინ" (75 მლნ დოლარზე მეტი), „შობა უიღბლოებთან ერთად" (დაახლოებით 73,8 მლნ ლარი), „ფრედ კლაუსი, სანტას ძმა" (72 მლნ დოლარი), „საშობაო არდადაგები" (71,3 მლნ დოლარზე მეტი), „მეჯვარე 2" (70,5 მლნ დოლარზე მეტი), „საშობაო საჩუქარი" (660,6 მლნ დოლარზე მეტი), „ახალი საშობაო ზღაპარი" (60,3 მლნ დოლარზე მეტი), „ცუდი სანტა" (60 მლნ დოლარზე მეტი), „მედეას შობა" (52,5 მლნ დოლარზე მეტი), „შობა" (49,2 მლნ დოლარზე მეტი).
ფილმების ტოპ-25 —ს ასრულებენ ფილმები "მღვდლის ცოლი" (48,1 მლნ დოლარზე მეტი), "სანტა კლაუსის სიდუმლო სამსახური" (46,5 მლნ დოლარზე მეტი), "შობის წინა ღამეს" (43 მლნ დოლარზე მეტი), "კრამპუსი" (42,7 მლნ დოლარზე მეტი) და "ღვთიური შობა" (37,6 მლნ დოლარზე მეტი).