რუსეთის საგარეო უწყება: სანქციებით ობამას ადმინისტრაცია აშშ-ს აყენებს ზიანს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 23 რუსული კომპანიის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებით, აშშ ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ახალი ანტირუსული სანქციების შემოღება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  შეაფასა როგორც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მხრიდან რეალობის აღქმის უნარის დაკარგვა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

აშშ-მ პარასკევს 23 რუსული კომპანია შავ სიაში შეიყვანა, რომელშიც მოხვდნენ ყირიმის პორტები და რკინიგზა, რუსული კვლევითი ინსტიტუტები და საწარმოები. ამავე დღეს ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ სირიის წინააღმდეგ აშშ-ის მოქმედი სანქციების ფარგლებში რუსული „ტემპბანკის“ რიგი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი მზადაა ტრამპს შეხვდეს

„მორიგი —  სამი დღის განმავლობაში უკვე მეორე — რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოება, მაშინ როდესაც ანკარასა და ბერლინში სისხლიანი თავდასხმა ხდება, სიგნალია იმისა, რომ ვაშინგტონში რეალობის აღქმა მთლიანად დაკარგეს“, — ნათქვამია კომენტარებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ წარმავალი ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აშშ-ს ზიანს აყენებს.

„თუმცა, ბოლო წლებში ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმდენად ეძებდა საშუალებებს, რომ ჩვენთვის ზიანი მოეყენებინა,  ჩვენ მათგან სხვას არც ველოდით.  ამავე დროს ეს ადმინისტრაცია ზიანს აყენებს საკუთარ ქვეყანას, რომლის იმიჯიც ეცემა იმათ თვალშიც კი, რომლებიც პოლიტიკიდან შორს არიან“, — ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ შეზღუდვები გააფართოვა. სიაში რუსეთის შვიდი მოქალაქე, რვა ორგანიზაცია და ორი ტანკერი — „მარშალ ჟუკოვი“ და „სტალინგრადია“ შეყვანილი. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0