როგორი იქნება ანგელა მერკელის საშობაო სუფრა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskyანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაშობაოდ გერმანიის კანცლერმა სუპერმარკეტში 100 ევროს ღირებულების პროდუქტები შეიძინა.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი წინასაშობაოდ სუპერმარკეტს ეწვია და კარტოფილი, კარაქი, წიწაკა და კანფეტი იყიდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Bild-ზე დაყრდნობით. სავაჭროდ მერკელი პარასკევს გამართული პრესკონფერენციის დასრულებისთანავე წავიდა. 

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
მერკელი: არალეგალური მიგრაციის ნაკადი უნდა შეჩერდეს

როგორც გამოცემა აღნიშნავს, წლევანდელ სადღესასწაულო სუფრაზე მერკელს არ ექნება საშობაო ინდაური, არც კობრი და არც ღვინო. ყველაფერი, რითაც კანცლერს შეუძლია ისიამოვნოს, 300 გრამამდე Mon Chéri-ის კანფეტებია. მერკელმა სუპერმარკეტში დაახლოებით 100 ევრო დახარჯა.

„არაფერი სადღესასწაულო, კანცლერ მერკელის პროდუქტების ჩვეულებრივი ჩამონათვალი“, — გამოცემა სუპერმარკეტის გამყიდველის სიტყვებს ციტირებს.  პროდუქტების შეძენის შემდეგ მერკელი გასასვლელისკენ გაემართა.

აღსანიშნავია, რომ მთელი წლის განმავლობაში აღნიშნული სუპერმარკეტი გერმანიის კანცლერმა 30-ჯერ მოინახულა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0