მერკელი: არალეგალური მიგრაციის ნაკადი უნდა შეჩერდეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში პროგრესი შეინიშნება.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების მიზანი არალეგალური მიგრაციის ნაკადის შეჩერება უნდა იყოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტო APA–ზე დაყრდნობით.

„მიზნად უნდა გავიხადოთ არალეგალური მიგრაციის მაქსიმლური შეჩერება“, – განაცხადა მერკელმა ვენაში, „ბალკანური მარშრუტის“ ქვეყნების სამიტის შედეგების მიხედვით.

ლტოლვილები - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა მიგრაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის წინადადებებს მხარი დაუჭირა

მარშრუტის დაკეტვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს მიიღეს, თუმცა, არალეგალები გზას მაინც პოულობენ, ან საბერძნეთის საზღვართან იყრიან თავს.

მერკელმა დაარწმუნა იტალია და საბერძნეთი, რომ შემდგომაც მხარს დაუჭერს მიგრაციულ კრიზისში და აღნიშნა, რომ, გასულ წელთან შედარებით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში შესამჩნევი პროგრესი შეინიშნება.

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, ევროპაში ჩასასვლელად ხმელთაშუა ზღვა 300 ათასზე მეტმა მიგრანტმა და ლტოლვილმა გადალახა. 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე, აკვატორიის გადალახვისას დაიღუპა ან დაიკარგა 3,2 ათასზე მეტი ადამიანი.


ყველა ახალი ამბავი
0