ევროკავშირმა მიგრაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის წინადადებებს მხარი დაუჭირა

გამოწერა
როგორც სამიტის შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, გაიზარდოს სირიიდან ლტოლვილთა დახმარების ფონდის დაფინანსება, რომლებიც იმყოფებიან ლიბანში, იორდანიაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, და ასევე აფრიკაში მიგრაციული პრობლემების გადაწყვეტის დახმარების ფონდს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებებს მიგრაციული კრიზისის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მათ შორის, დაფინანსების გაზრდის მხრივ, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის შედეგებზე საუბრისას.

„კომისიის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო თანახმა იყოს და მოსთხოვოს ინსტიტუტებსა და მთავრობას, დაჩქარებულად იმუშაონ პრიორიტეტებზე, რომლებიც კომისიამ წარმოადგინა. ესაა, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ამ დასკვნების საფუძველზე, კომისიის პროგრამის დეტალებზე ვიმუშავებთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს იუნკერმა.

მისი განცხადებით, შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოზიტიურ გარემოში და კონსენსუსის საფუძველზე წარიმართა.

„ვფიქრობთ, წევრი ქვეყნების სასწრაფო დახმარებისთვის, ვისაც ეს პროცესები ყველაზე მეტად შეეხო, დამატებით 100 მლნ (ევრო) გვჭირდება. ჩვენი ვარაუდით, 2016 წელს ევროკავშირის სააგენტოებისთვის დამატებით 600 მლნ გვჭირდება, 200 მლნ — 2015 წელს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის, 300 მლნ — 2016 წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მეზობელ ქვეყნებში რომ მდგომარეობა სტაბილური გახდეს, მეტი დაფინანსება გვჭირდება — თურქეთისთვის 1 მილიარდამდე“, — აღნიშნა მან.

როგორც სამიტის შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა ასევე დაუჭირეს მხარი წინადადებას, გაიზარდოს სირიიდან ლტოლვილთა დახმარების ფონდის დაფინანსება, რომლებიც იმყოფებიან ლიბანში, იორდანიაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, ასევე აფრიკაში მიგრაციული პრობლემების გადაწყვეტის დახმარების ფონდს. განცხადებაში კონკრეტული თანხები მითითებული არ არის. გადაწყდა, რომ გაიზარდოს ევროკავშირის ფონდების დაფინანსება, რომლებიც თავშესაფრების, მიგრაციისა და ინტეგრაციის, შიდა უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ.

სამიტის შედეგებით, ევროკავშირი მიგრაციული კრიზისის აღმოფხვრაში ასევე დაეხმარება ბალკანეთის ქვეყნებს, მათ შორის იმ მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც მათი ევროკავშირში გაწევრიანების პროგრამების ფარგლებშია გათვალისწინებული.

 


ყველა ახალი ამბავი
0