სვანეთში თეთნულდის სათხილამურო ტრასა გაიხსნა

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების გათვლით, დროთა განმავლობაში თეთნულდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდება, მისი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7 კმ) სასრიალო ტრასა იქნება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სვანეთში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა —  თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასამ პირველი სტუმრები უკვე მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„დღეს მშვენიერი ამინდია, აქ ბევრი ადამიანია და ეს ის არის, რაც ჩვენ თეთნულდისთვის გვინდოდა“, — განაცხადა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.  

ახალი საბაგირო გზა გუდაურში - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა გუდაურში ახალი საბაგირო გზით გაისეირნა

„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“  თეთნულდის დიდი პოტენციალი განსაკუთრებული თოვლის გამო მანამდე აღნიშნეს. გარდა ამისა, თეთნულდს ერთდროულად შეუძლია 7 ათას მოთხილამურეს უმასპინძლოს.

საქართველოს ხელისუფლების გათვლით, დროთა განმავლობაში თეთნულდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდება, მისი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე  (1,7 კმ) სასრიალო ტრასა იქნება. 

კვირას ბაკურიანში მიტარბისა და კოხტას სათხილამურო ტრასები გაიხსნება.

ადრე სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს გუდაური, დიდველის ტრასა (ბაკურიანი), გოდერძი (აჭარა) და ხაწვალის ტრასა (სვანეთი) მასპინძლობდა.


ყველა ახალი ამბავი
0