თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ბაშკირეთში ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოხდა, როცა იქ დაუდგენელი პირები შევიდნენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ინციდენტის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში 10:00 საათზე შევიდა.
„აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები, რომელთა ჯანმრთლობის მდგომარეობა დგინდება. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუსაობენ: 6 ადამიანი და 19 ერთეული ტექნიკა“, — განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.
ბაშკირეთის საგამოძიებო კომიტეტში სააგენტოს განუცხადეს, რომ ადგილზე გამომძიებლები გაემგზავრნენ.
„გამომძიებლები შემთხვევის შედეგად ორი დაღუპულის — 24 და 22 წლის ახალგაზრდების ფაქტზე ტერიტორიის შემოწმებას ახორციელებენ, დაღუპულები ბაშკირეთის იგლინსკის რაიონის მცხოვრებლები იყვნენ“, — განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში რეგიონში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის თანაშემწემ სვეტლანა აბრამოვამ.
მან ვერ მოახერხა დაზუსტება, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდები.
იგლინსკის რაიონის სოფელ ურმანის მცხოვრებთა თქმით, სადაც მდებარეობს სამხედრო ნაწილი, აფეთქებამ ორი ახალგაზრდა იმსხვერპლა.
აღნიშნულს ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ ადასტურებენ. „აფეთქება დილით მოხდა. ჩემი სახლი ყოფილ სამხედრო ნაწილთან ახლოს მდებარეობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აფეთქებისას ორი ახალგაზრდა დაიღუპა, რომელთაგან ერთ-ერთი სულ ახლახან დაბრუნდა ჯარიდან, მეორეს კი მცირეწლოვანი შვილი დარჩა“, — განაცხადა სოფლის მკვიდრმა ალექსანდრ ურაზბაევმა.