მოსკოვში მეტროსადგურთან აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Кирилл Каллиников / გადასვლა მედიაბანკშიმეტროსადგური "მოსკოვი"
მეტროსადგური მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროპოლიტენის სადგური „კოლომენსკაია“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვის მეტროს სადგურ „კოლომენსკაიასთან“ მიწისქვეშა გადასასვლელში გაზის ბალონის აფეთქებამ სავაჭრო პავილიონების შუშები ჩაამსხვრია, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადები.

აფეთქება დაახლოებით 10.20 საათზე (თბილისის დროით) მეტროს სადგურის სამხრეთი მოსაცდელიდან ნაგატინსკაიას ქუჩაზე გასასვლელის მხარეს მოხდა. აფეთქების ხმა გაისმა და შემდეგ კვამლი ავარდა. თავდაპირველად გამვლელებმა მომხდარს განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციეს, ეგონათ, რომ ვიღაც პეტარდებს აფეთქებდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მოსკოვის სამსახურის თანახმად, დაშავდა ორი ადამიანი. „რია ნოვოსტის“ წყაროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე შედუღების სამუშაოები ტარდებოდა, რა დროსაც გაზის ბალონმა ჰერმეტულობა დაკარგა და აფეთქდა. ცეცხლი 5 კვ/მ ფართობს მოედო. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის მეტროს სადგურის სამხრეთი მოსაცდელის შესასვლელი ტექნიკური მიზეზების გამო დაკეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0