სესიაშვილი: საქართველოსა და სომხეთს რეგიონში საერთო ინტერესები აქვთ

© Сайт Парламента Грузииირაკლი სესიაშვილი და ვიგენ სარქისიანი
ირაკლი სესიაშვილი და ვიგენ სარქისიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და სომხეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაში დაინტერესებული არიან.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში – ეს საქართველოსა და სომხეთის საერთო ინტერესია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თბილისში სომხეთის თავდაცვის მინისტრს ვიგენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ.

მხარეებმა განიხილეს გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებთან და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

„ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, როგორიცაა მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. უსაფრთხოება ფართო განზომილებაა და ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ჩვენ განსხვავებული პოზიციები და მიმართულებები გვქონდეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ გვიშლის ხელს მშვიდობიან გარემოში ვიცხოვროთ და ერთმანეთს ხელი შეუწყოთ, რათა რეგიონში სტაბილურობა იყოს“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

საქართველოს და სომხეთის დროშები - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილმა და ვიგენ სარქისიანმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

სომხეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ოთხშაბათს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა შეხვედრები ქართველ კოლეგა ლევან იზორიასთან და პრემიერ–მინისტრ გიორგი კვიირიკაშვილთან.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში იზორიამ და სარქისიანმა 2017 წელს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლებისა და მედიცინის კუთხით თანამშრომლობასა და სამხედრო პოლიციის მუშაობაში  გამოცდილების ურთიერთგაზიარებას გეგმავენ.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0