გიორგი კვირიკაშვილმა და ვიგენ სარქისიანმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

© Ministry of Foreign Affairs of Armeniaსაქართველოს და სომხეთის დროშები
საქართველოს და სომხეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთს შორის გაფართოებულ ფორმატში თანამშრომლობა იყო ვიგენ სარქისიანის თბილისში ვიზიტის პერიოდში მოლაპარაკებების ძირითადი თემა.

თბილისი, 21 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის თავდაცვის უწყების პირველმა პირმა ვიგენ სარქისიანმა თბილისში თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, რაც სტაბილური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და აღნიშნა, რომ მიესალმება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა 2017 წლისთვის ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც დღეს, თბილისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სომეხ კოლეგასთან, ვიგენ სარქისიანთან ერთად მოაწერა ხელი. 

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ვიგენ სარგსიანი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

დოკუმენტის თანახმად, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები მომავალ წელს დაიწყებენ თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმარების, სამხედრო მედიცინის, განათლებისა და სამხედრო პოლიციის თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარებას.

მოგვიანებით კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიაში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

უცხოელი სტუმარი ასევე გეგმავს მონაწილეობის მიღებას სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ  მიძღვნილ დისკუსიაში. საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0