თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებმა ერთი ადგილით ზემოთ გადაინაცვლა და 118-ე ადგილი დაიკავა FIFA/Coka-Cola-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს ნაკრებს 281 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით გუნდი კანადასა და ერაყს შორის განთავსდა.
რეიტინგის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა. მსოფლიოს უძლიერესი გუნდების სიას არგენტინის ნაკრები ლიდერობს. შემდეგი ადგილები ბრაზილიასა და გერმანიას უკავიათ.
FIFA/Coka-Cola-ს რეიტინგის პირველი ათეული:
1. არგენტინა
2. ბრაზილია
3. გერმანია
4. ჩილე
5. ბელგია
6. კოლუმბია
7. საფრანგეთი
8. პორტუგალია
9. ურუგვაი
10. ესპანეთი
FIFA-ს რეიტინგის მიხედვით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ "D" ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცხრილში ასე განლაგდნენ: უელსი – 12, ირლანდია – 23, ავსტრია – 31, სერბეთი – 44, მოლდოვა – 164.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები მომავალი წლის მარტში სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.