საქართველოს შსს „კანონიერი ქურდებისთვის“ სასჯელის შემსუბუქებას არ გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს,რომ „კანონიერი ქურდობის“ შესახებ სსკ–ის მუხლი დაზუსტებას მოითხოვს.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის „ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა“ განსაზღვრებაში სიცხადის შეტანას გეგმავს, მაგრამ არანაირად არ აპირებს ამ დანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქებას, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე. 

მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა“ საქართველოს სსკ–ში 2005 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა, რომელმაც ორგანიზებულ დანაშაულს ბრძოლა გამოუცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს მუხლი ამ ეტაპზე არის ბუნდოვანი და დაზუსტებას საჭიროებს. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ. მე სპეციალური ჯგუფი გავაგზავნე იტალიაში, სადაც მდიდარი გამოცდილება აქვთ კრიმინალთან ბრძოლაში… რანაირად შეიძლება შევარბილოთ „კანონიერი ქურდების“ მიმართ სანქციები. უბრალოდ, ალოგიკური კითხვა არის. თუ გავამკაცრებთ, გავამკაცრებთ, თუ არადა, შერბილებას არანაირად არ ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კანონიერი ქურდი" დააკავა

თავდაპირველად „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ სასჯელი იყო სამიდან რვა წლამდე პატიმრობა, ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ხუთიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა (ჯარიმით ან უარიმოდ).

2006 წელს კანონმდებლობა გაამკაცრეს. ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერი ქურდობა“ – შვიდიდან ათ წლამდე ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე.


ყველა ახალი ამბავი
0