თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად”.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის „მოსკოვი-თბილისის“ რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).