ბორჯომში პოლიციელმა თავი ჩამოიხრჩო

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცმა თავი ვალების გამო მოიკლა.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ბორჯომის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი ხუთშაბათს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი: პოლიციელს ბრალის დამტკიცების შემდეგ დასჯიან

ქართული საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, ის 35 წლის იყო. მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ვალები იყო, რომელიც პოლიციის თანამშრომელს აზარტული თამაშების გამო დაუგროვდა. ის 2013 წელს შსს–დან გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით აღადგინეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


ყველა ახალი ამბავი
0