საქართველოს სამხედრო გზაზე ახალი ხიდი აშენდა

გამოწერა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალზე ღვარცოფით დანგრეული ძველი ხიდის ნაცვლად ახალი აშენდა.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე, მდინარე ჩხერეზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, იუწყება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საევაკუაციო კორიდორი სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
საქართველო-რუსეთის საზღვართან საევაკუაციო დერეფანი ააშენეს

ხიდი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის 125-ე კმ-ზე მდებარეობს. ძველი ხიდი მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია, რის გამოც ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა გახდა საჭირო.

„მდინარე ჩხერეზე ავარიული ხიდის ნაცვლად დეპარტამენტი ახალი ხიდის მშენებლობას ახორციელებდა. ხიდის დასრულება დაგეგმილი იყო დეკემბერში. სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა. ამჟამად მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს“, — განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ.

პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი; მოეწყო ხიდის სავალი ნაწილი, ახალი წყალგამტარი მილები, სადრენაჟე არხები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 680 ათას ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0