სვანეთში ჩამოწოლილმა ზვავმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

© courtesy of Vakho Naverianiსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი ჯვარი-მესტიის გზაზე, ხაიშის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია. იგი მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ზვავის გამო ჩაკეტილი იყო, მამაკაცი კი გზის სანახავად მიკროავტობუსიდან გადმოვიდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და იგი მოიყოლა.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სვანეთში ჩამოწოლილ ზვავს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

დათოვლილი გზა - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: დიდთოვლობა და ლიპყინული

ინციდენტი ჯვარი-მესტიის გზაზე, ხაიშის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია. იგი მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ზვავის გამო ჩაკეტილი იყო, მამაკაცი კი გზის სანახავად მიკროავტობუსიდან გადმოვიდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და იგი მოიყოლა.

ცხედარი უკვე გადაასვენეს ხაიშში. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო მუხლით „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა“ (სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0