ვითარება საქართველოს გზებზე: დიდთოვლობა და ლიპყინული

გამოწერა
შეზღუდვები დაწესდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილისა და ბათუმი-ახალციხის საავტობობილო გზებზე.

თბილისი, 20 დეკემბერი— Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზებზე პრობლემები ისევ შეიქმნა, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამ მონაკვეთზე ყველა სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ანალოგიური შეზღუდვა დაწესდა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე.

ზამთარი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: სიცივე და უნალექო ამინდი

ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა ასევე ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 68-125 კმ (ცაგერი-ბენიერი) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-72 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188 კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 87-106 კმ მონაკვეთზე.

ყველა ახალი ამბავი
0